საქართველოში ფრანგული ენის სწავლების ხელშეწყობისა და განვითარების ფონდი

საქართველოში ფრანგული ენის სწავლების ხელშეწყობისა და განვითარების ფონდი, რომელიც საფრანგეთის ელჩის, ბ-ნი რენო სალენსის ინიციატივით დაარსდა 2012 წელს, ქართულ სასკოლო სისტემაში ფრანგული ენის სწავლების განვითარების მიზნით, მობილიზებას უწევს კერძო და საჯარო ფრანგულ და ქართულ ფინანსურ სახსრებს.

ფრანგული ენის განვითარების ფონდი აფინანსებს ფრანგული ენის სწავლებას თითოეულ ბენეფიციარ სკოლაში მე-3-დან მე-6 კლასის ჩათვლით, კვირაში 2 საათით, ორი კლასისთვის თითოეულ დონეზე კვირაში 16 საათიანი ლიმიტის ფარგლებში. ფონდი აფინანსებს მასწავლებელთა ანაზღაურებას, სასკოლო სახელმძღვანელოების შესყიდვას და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად უზრუნველყოფს პედაგოგიურ ზედამხედველობას.

ამჟამად, 14 სკოლა მონაწილეობს ფონდის პროგრამაში. მოსწავლეთა საერთო რაოდენობა შეადგენს 1173-ს.

მოსწავლეთა 60%, რომელმაც ფონდის პროგრამით ისარგებლა, მე-7 კლასშიც აგრძელებს ფრანგულის შესწავლას, რაც ხაზს უსვამს აღნიშნული ინიციატივის მნიშვნელოვან როლს ქართულ სასკოლო სისტემაში ფრანგული ენის სწავლების განვითარების საქმეში.

ფრანგული ენის ცოდნით აღჭურვილი ქართველი ახალგაზრდობა, ფრანკოფონიის ფართო ეკონომიკური და კულტრული სივრცის საშუალებით, ევროპისა და მსოფლიო მასშტაბით წარმატების დამატებით შანსს იღებს.

http://institutfrancais.ge/ge/langu...

JPEG

publie le 11/12/2014

hautdepage