თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში

სახმელეთო ჯარის რეზერვის სამსახურის წარმომადგენელი, გენერალი კატრბარბი, 2005 წლის 15 მარტს, ექსპერტიზის განსახორციელებლად ეწვია საქართველოს ეროვნულ გვარდიას. ეს ვიზიტი 2005-2006 წლის საფრანგეთ-საქართველოს შორის სამხედრო თანამშრომლობის პროგრამის ერთ-ერთი გეგმიური ღონისძიებაა. ვიზიტის განმავლობაში, გენერალმა ეროვნული გვარდიის სარდალს, გენერალ სამსონ ქუთათელაძესა და მის გენერალურ შტაბს გააცნო საფრანგეთის სახმელეთო ჯარის მიერ პროფესიონალიზაციის შემდეგ მიღებული რეზერვის ჩამოყალიბებისა და მართვის სისტემა. აგრეთვე განხორციელდა გამოცდილების გაზიარება და აზრთა გაცვლა-გამოცვლა საქართველოს ეროვნული გვარდიისადმი საფრანგეთის შესაძლო დახმარების შესახებ. გენერალ კატრბარბს მიეცა შესაძლებლობა შეხვედროდა აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, პოლკოვნიკ ლევან ნიკოლეიშვილსა და თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, დავით სახარულიძეს. გენერალი ქუთათელაძე მომავალში უნდა გაემგზავროს საფრანგეთში, რათა პრაქტიკაში იხილოს ფრანგული კონცეფციის განხორციელება.
JPEG

publie le 20/09/2007

hautdepage