თანამშრომლობა სამხედრო სფეროში

სამხედრო აკადემიაში ფრანგული ენის დიპლომების გადაცემა
JPEG
სასტუმრო თორში მოწყობილ მიღებაზე,საფრანგეთის ელჩმა, 15 ქართველ მასწავლებელსა და თავდაცვის ეროვნული აკადემიის კურსანტს, 2004 წლის დეკემბერში, თბილისის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში გამართულ გამოცდებზე მოპოვებული ფრანგული ენისა და წერის დიპლომები გადასცა.

აღნიშნული ფრანგული ენის დიპლომები ნატოს მიერ არის აღიარებული (ფრანგული ენა ამ ორგანიზაციაში ორი ოფიციალური ენიდან ერთ-ერთია) და მასწავლებლებისა და კურსანტების მიერ მიღებულ ცოდნას გარკვეულ შეფასებას აძლევს. აღსანიშნავია,რომ გამოცდების დაწყებიდან, მხოლოდ ახლა შესძლეს კანდიდატებმა ზეპირმეტყველებაში მეორე საფეხურის დიპლომების მიღება.

publie le 20/09/2007

hautdepage