გაზგაყვანილობის აღჭურვილობა საჩუქრად

JPEG

დეცენტრალიზებული თანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმებამდე, რაც გათვალისწინებულია შემოდგომაზე, ფართო თანამშრომლობის პირველი ნაბიჯები გადაიდგა ამ ზაფხულს ლიონის საქალაქო საკრებულოსა და ქალაქ ქუთაისს შორის.

საფრანგეთის გაზის მიერ რეფორმირებული გაზგაყვანილობის აღჭურვილობით დატვირთული ორი კონტეინერი და ორი მანქანა გამოემგზავრა ქუთაისისაკენ აგვისტოს თვეში. ეს ძღვენი შედეგია საფრანგეთის გაზის ტექნიკოსების მიერ ჩატარებული შეფასებითი მისიისა, რომელიც 2005 წლის დეკემბერში განხორციელდა.

ეს პროექტი, რომელიც წარმოადგენს ლიონის საქალაქო საკრებულოსა და საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქს შორის მჭიდრო თანამშრომლობის პირველ ეტაპს, არის 2004 წელს ლიონის საქალაქო საკრებულოს მიერ წამოწყებული პარტნიორობის ერთ-ერთი პრიორიტეტი და მიზნად ისახავს ქუთაისის გაზის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას და გაუმჯობესებას.

გამოქვეყნებულია 06/09/2006

გვერდის დასაწყისი