გარემოს დაცვა: საფრანგეთის ქმედება საქართველოში [fr]

2023 წელს, საფრანგეთმა გააძლიერა მხარდაჭერა საქართველოში კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლისა და გარემოს დაცვის კუთხით.

⚡️ხელი მოეწერა საქართველოს მწვანე გარდაქმნის პროგრამას, რომელიც მიხნად ისახავს საქართველოს ნორმების ევროკავშირის ნორმებთან შესაბამისობას. პარტნიორობა დამყარდა საფრანგეთის განვითარების სააგენტოს, « საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა » და საფრანგეთის ელექტროგადამცემი სისტემის ოპერატორ RTE-ს შორის.

🚆საფრანგეთმა მხარი დაუჭირა ეროვნული სარკინიგზო სტრატეგიის ჩამოყალიბებას ეკომონიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს რკინიგზის სასარგებლოდ.

💧დაიწყო მასშტაბური სამუშაოები ქალაქ ხაშურის წყლისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციისთვის : უკვე გაყვანილია 60 კმ წყალმომარაგებისა და 2 კმ საკანალიზაციო ქსელი.

🌍 ხელი მოეწერა 100 მილიონი ევროს ოდენობის სასესხო შეთანხმებას ფრანგულ საფინანსო ინსტიტუტ « პროპარკოსა » და თიბისი ბანკს შორის, რაც მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილების გამოწვევების საპასუხო პროექტების დაფინანსებას.

🏭საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ადამიანის უფლებების პრემია გადაეცა ორგანიზაციას « ეკო ცენტრი/გავიგუდეთ » რუსთავში ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ მიმართული ქმედებისთვის.

🌲მხარი დაუჭირა საქართველოს ეროვნულ სატყეო სააგენტოს, რომლის ვიზიტიც საფრანგეთში განხორციელდა კლიმატის ცვლილების საპასუხო შესაძლებლობების გასაძლიერებლად.

გამოქვეყნებულია 24/01/2024

გვერდის დასაწყისი