ფრანგულ-ქართული შეთანხმება კვალიფიციური სპეციალისტების ბინადრობისა და ცირკულარული მიგრაციის შესახებ [fr]

განმარტებები საფრანგეთის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის კვალიფიციური სპეციალისტების ბინადრობისა და ცირკულარული მიგრაციის შესახებ 2013 წლის 12 ნოემბრის შეთანხმების განხორციელების თაობაზე.

2013 წლის 12 ნოემბერს, პარიზში ხელი მოეწერა ორმხრივ შეთანხმებას, რომლის მიზანიცაა დროებითი პროფესიული მიგრაციის გაადვილება, რომელიც ეფუძნება სტუდენტებისა და კვალიფიციური სპეციალისტების მობილობასა და უკან დაბრუნებას პროფესიული კომპეტენციის შეძენის შემდეგ. საქმე ეხება ლეგალური ეკონომიკური მიგრაციის ხელშეწყობას ქვეყანაში შემდგომი დაბრუნების პერსპექტივით, საიდანაც გამომდინარეობს განსაზღვრება « ცირკულარული ». ეს შეთანხმება პირველი ორმხრივი დოკუმენტია, რომელიც საფრანგეთსა და საქართველოს შორის პროფესიული მიგრაციის სფეროში გაფორმდა.

2019 წლის 24 ივლისის №2019-779 დადგენილებით, ეს ხელშეკრულება ძალაში შევიდა.

შემდეგ დოკუმენტში იხილეთ ყველა ინფორმაცია განაცხადის პირობებთან, ამ ხელშეკრულების უპირატესობებთან და შესაბამის ადმინისტრაციულ პროცედურებთან დაკავშირებით.

PDF - 147.6 ko
ცირკულარული მიგრაცია
(PDF - 147.6 ko)

გამოქვეყნებულია 01/12/2023

გვერდის დასაწყისი