საქართველოს მოქალაქეების მოკლევადიანი ვიზებისგან გათავისუფლება

2017 წლის 28 მარტიდან, მოკლევადიანი ვიზის მიღებისგან თავისუფლდებიან ბიომეტრიული პასპორტის მფლობელი საქართველოს მოქალაქეები და ვისაც სურს, გაემგზავროს შენგენის ზონაში

2017 წლის 28 მარტიდან, ბიომეტრიული პასპორტის მფლობელ საქართველოს მოქალაქეებს (ბოლო 10 წლის მანძილზე აღებული პასპორტი), შეეძლებათ შენგენის ზონაში მოკლე ვადიანი ვიზიტების უვიზოდ განხორციელება. (ევროპის პარლამენტისა და ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებით, ხელი მოეწერა გადაწყვეტილებას, რომლითაც საქართველო 539/2001 წესდების „დანართ N°1“-დან (ქვეყნები, რომელთაც სჭირდებათ ვიზები) „დანართ N°2“-ში (ქვეყნები, რომლელთაც არ სჭირდებათ ვიზები) გადავიდა. გადაწყვეტილება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში 8 მარტს გამოქვეყნდა). მოკლევადიანი ვიზებისგან გათავისუფლება აგრეთვე მოქმედებს ახალ კალედონიაზე გამგზავრების შემთხვევაშიც.

მათ აქვთ უფლება დარჩნენ 90 დღით ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში, იქნება ეს ტურისტული, მეგობრული თუ ოჯახური ვიზიტები, კულტურული თუ სპორტული ღონისძიებები, შეხვედრები ბიზნეს პარტნიორებთან, მონაწილეობა გამოფენა-გაყიდვებსა თუ სხვადასხვა სალონებში (როგორც სტუმრის, ასევე მონაწილის რანგში), რეპორტაჟები, სამეციდინო კონსულტაციები, სამ თვეზე ნაკლები ხანგრძლივობის სტაჟები თუ ტრენინგები. საქართველოს მოქალაქეებს, ვისაც ჯერ არ აქვთ ბიომეტრიული პასპორტები, რეკომენდაცია ეძლევათ აიღონ ისინი.

საჭიროა დავაზუსტოთ, რომ 180 დღის პერიოდზე არაუმეტეს 90 დღით დარჩენის შემთხვევაში შემოღებული უვიზო რეჟიმი საფრანგეთის ტერიტორიაზე ან შენგენის სხვა სახელმწიფოში შესვლის ავტომატურ და უპირობო უფლებას არ იძლევა.

შენგენის ზონაში შესვლის პირობების მიხედვით და სახელდობრ, შენგენის სასაზღვრო კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, უცხო ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს უნდა შეეძლოს საზღვარზე წარადგინოს საბუთები, რომლებიც დაგეგმილი მოგზაურობის მიზანსა და პირობებს ადასტურებს, და ასევე უნდა ფლობდეს საკმარის საარსებო თანხას, როგორც მთელი დაგეგმილი მოგზაურობისთვის, ისე წარმოშობის ქვეყანაში დასაბრუნებლად.

ამგვარად, ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც საფრანგეთში მოგზაურობა სურს 90 დღეზე ნაკლები პერიოდით, უნდა შეეძლოს შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა :

- თვითმფრინავის ბილეთი ორივე მიმართულებით;
- დადასტურებული სასტუმროს ჯავშანი ან ოფიციალური მოწვევა კერძო პირისგან (Attestation d’acceuil), რომელსაც გასცემს მერია ;
- კომპანიის ან ორგანიზაციის ოფიციალური მოწვევა კონფერენციაში მონაწილეობის, გასაუბრებაზე დაბარების, შეხვედრის ან სხვა მიზნის შესახებ;
- სტაჟსა თუ ტრენინგზე ჩაწერის დამადასტურებელი საბუთი;
- საკმარისი ფულადი სახსრების დადასტურება, ან ნაღდი ფულით ან საერთაშორისო საბანკო ბარათით;
- სამედიცინო დაზღვევის ცნობა, რომელიც ფარავს მთელი მოგზაურობის პერიოდს, აუცილებელია 2019 წლის 28 ნოემბრიდან. ეს უკანასკნელი უნდა იყოს ფრანგულად ან ინგლისურად გადათარგმნილი, უნდა ადასტურებდეს ყველა სამედიცინო ხარჯის, ჰოსპიტალური მომსახურებისა და გარდაცვალების ხარჯების დაფარვას, რომელიც შესაძლოა წარმოიშვას საფრანგეთში ყოფნის პერიოდში, მათ შორის სამედიცინო მიზეზით რეპატრიაციის ხარჯები.

ამ დოკუმენტებისა და დამადასტურებელი საბუთების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ გადახვიდეთ საფრანგეთის სავიზო პორტალზე « FRANCE-VISAS »: https://france-visas.gouv.fr/en_US/web/france-visas/your-arrival-in-france

ამ ჩამონათვალიდან ერთ-ერთი საბუთის ვერ წარდგენა ავტომატურად გამოიწვევს ან თვითმფრინავში ჩაჯდომაზე უარის თქმას, გამგავრებისას, ავიაკომპანიების მხრიდან, ან საფრანგეთის ტერიტორიაზე შესვლაზე უარს, ჩასვლისას, სასაზღვრო პოლიციის მხრიდან, შენგენის სასაზღვრო კოდექსის მე-14 მუხლის შესაბამისად.

ნებისმიერი საქართველოს მოქალაქე, რომელიც საფრანგეთში ყოფნას 90 დღეს გადააცილებს არაკანონიერად, თავს ჩაიყენებს არალეგალურ მდგომარეობაში და დაარღვევს საფრანგეთის კანონმდებლობას. ის ნებისმიერ დროს სამართალდამცავი ორგანოების მიერ დაკავების საფრთხის ქვეშ იქნება და გააძევებენ საკუთარ ქვეყანაში.

საფრანგეთში მოკლე ვადიანი უვიზო ვიზიტის დროს, შეუძლებელია ადგილზევე აიღოთ ხანგრძლივი ვიზა: ასეთ ვიზას მხოლოდ უცხოეთში, საფრანგეთის საკონსულეობში გასცემენ.

დამატებითი ინფორმაციისთვის, იხილეთ ინტერნეტში განთავსებული ხშირად დასმული შეკითხვები და მათი პასუხები, ან მოგვწერეთ საფრანგეთის საელჩოს საკონსულო დეპარტამენტში: consulat.tbilissi-amba@diplomatie.gouv.fr

სხვა ქვეყნების მოქალაქეებს, როლებსაც არ ეხებათ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი მოკლევადიან ვიზიტებზე და ასევე საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც არ არიან ბიომეტრიული პასპორტის მფლობელები, ესაჭიროებათ ვიზის მიღება შენგენის ზონაში მოკლევადიანი ვიზიტების განსახორციელებლად.

გამოქვეყნებულია 25/10/2022

გვერდის დასაწყისი