ევროკავშირის მიერ დაფინანსებული გარემოსდაცვითი ჯანმრთელობის დაძმობილების პროექტის დახურვა საქართველოში [fr]

ორწელიწადნახევრის წინ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულმა ცენტრმა (NCDC) თანამშრომლობა დაამყარა Expertise France-თან და ფინეთის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ინსტიტუტთან (THL), რათა განეხორციელებინათ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების პროექტი ჯანმრთელობაზე გარემოს ზეგავლენის შეფასების შესახებ. NCDC-ისთვის ამ პროექტის მთავარი მიზანი იყო საქართველოს გათანაბრება ევროკომისიის სტანდარტებთან, გაიდლაინებთან და საუკეთესო პრაქტიკასთან გარემოსთან დაკავშირებული ჯანმრთელობის რისკების მონიტორინგისა და მართვის შესახებ. ამის მიღწევა შესაძლებელი გახდა : საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკანონმდებლო და მარეგულირებელი ბაზის გაუმჯობესებით, ჯანმრთელობაზე ზემოქმედების შეფასების განხორციელებით, NCDC-ის პერსონალისა და მისი პარტნიორების დატრენინგებით, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ჯანმრთელობაზე ზეგავლენის რაოდენობრივი შეფასების რამდენჯერმე ჩატარებითა და საზოგადოების მონაწილეობისა და კომუნიკაციის გაუმჯობესებით აღნიშნულ საკითხზე.

საფრანგეთი, საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა (AFD) და Expertise France-ის მეშვეობით, სრულად არის ჩართული საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარების პროგრამაში, ხოლო მთელ მსოფლიოში - ინკლუზიური და ადაპტირებული ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სისტემების ჩამოყალიბებაში მომავალ წლებში, „გარემოსა“ და „სოციალური“ დღის წესრიგების შეკავშირებით. მართლაც, ამ სისტემების მშენებლობა უმნიშვნელოვანესია კლიმატის ცვლილების ეფექტებთან ადაპტაციის სტრატეგიებში, მოსახლეობის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.

ნახეთ ვიდეო, რომელიც ამ თანამშრომლობის ძირითად შედეგებს წარმოგიდგენთ:

გამოქვეყნებულია 19/04/2024

გვერდის დასაწყისი