"იდეების ღამე" 2023 [fr]

საფრანგეთის საელჩომ და საქართველოს ფრანგულმა ინსტიტუტმა ფრანკოფონული პრესის კავშირთან ერთად გამართეს 2023 წლის « იდეების ღამე », ღონისძიება, რომელიც პრესის თავისუფლებას მიეძღვნა.

დარგის ექსპერტებმა და პროფესიონალებმა ორი დღის განმავლობაში განიხილეს ჩვენს დემოკრატიულ ქვეყნებში არსებული ერთობლივი გამოწვევები და მათზე საპასუხოდ საჭირო თანამშრომლობა. დამოუკიდებელი და პლურალისტური მედიის მხარდაჭერა, ჟურნალისტების უსაფრთხოება და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა ფრანგული დიპლომატიის პრიორიტეტებია. საფრანგეთი გააგრძელებს იმ ყველა ძალისხმევის მხარდაჭერას, რომლის მიზანიც არის საქართველოში მედიის თავისუფლების განმტკიცება და რომელიც აუცილებელია ევროპასთან დაახლოებისთვის.

გამოქვეყნებულია 06/07/2023

გვერდის დასაწყისი